GEO ENG

უსაფრთხოების გარანტი

ჩვენ

სერვისების მრავალფეროვნება

მაღალკვალიფიციური გუნდი

15 წლიანი გამოცდილება

ძლიერი ტექნიკური ჯგუფი

თქვენი უსაფრთხო მომავალი

 „ტიგონისი“ უსაფრთხოების სფეროში ლიდერი კომპანიაა და  მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევა. ის 2002 წლიდან მომხმარებლებს სერვისების ფართო არჩევანს სთავაზობს:

· ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები

· უსაფრთხოების სისტემები

· ცოცხალი დაცვა

· აპარატურის გაქირავება

· არსებული აპარატურის მონიტორინგი

· ვიდეომონიტორინგი

· კონსულტაციები

 2017 წელს მოხდა კომპანიის რებრენდინგი (მანამდე იგი United Security-ის სახელით ოპერირებდა). “ტიგონისი” მომხმარებლების წინაშე ახალი სახელითა და მიდგომებით წარდგა.

დღესდღეობით „ტიგონისი“ უსაფრთხოების  სისტემებს გთავაზობთ და პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდით ხარისხიანი სერვისის დროულ მიწოდებას უზრუნველყოფს. კადრების მუდმივი გადამზადება, ტრენინგები და ინოვაციური პროდუქტები  კომპანიის  ეფექტურ და წარმატებულ საქმიანობას განაპირობებს.

კომპანიის მისიაა მომხმარებელს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება, მაქსიმალურად უზრუნველყოს სერვისის უსაფრთხოება და სანდოობა.

 

GeoGPS

GeoGps წარმოადგენს ტიგონისის პარტნიორ კომპანიას და მათ ხანგრძლივი თანამშრომლობის პროცესში არაერთი წარმატებული პროექტი აქვთ განხორციელებული.

GeoGps თანამედროვე ტექნოლოგიების, მრავალფუნქციური GPS მონიტორინგის კომპანიაა, იგი მომხმარებლებს სთავაზობს სწრაფ და ხარისხიან 24/7 მომსახურებას, როგორც თბილისის სათაო, ასევე რეგიონალურ ოფისებში.

GPS (Global Positioning System)  სისტემის საშუალებით შესაძლებელია სატრანსპორტო, მობილური და სტაციონალური მოწყობილობების კონტროლი, ავტომობილისა და თანამშრომლის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა. აღნიშნული ინფორმაციის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სადისტრიბუციო სეგმენტისთვის.