Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tigonisg/public_html/public/views/pages/news-details/index.php:22) in /home/tigonisg/public_html/public/views/layouts/head.php on line 3
TIGONIS
GEO ENG

უსაფრთხოების გარანტი

2018.09.04

ტიგონისის ახალი პროდუქტი ,,ნისლის სისტემა

„ტიგონისის“ ახალი პროდუქტი ,,ნისლის სისტემა“

კომპანია ტიგონისში“ ახალი პროდუქტი ,,ნისლის სისტემა'' დაინერგა, რომელიც უზრუნველყოფს შენობის დაცვას თავდასხმისა და ქურდობისგან. მისი დახმარებით მცირდება  იმ ინციდენტების რაოდენობა, რომელიც შეიძლება სავალალო შედეგებით დასრულებულიყო.

 

რატომ უნდა აირჩიოთ ნისლის სისტემა“?

„ნისლის სისტემა“ ზღუდავს თავდამსხმელის ხილვადობას, ანელებს მოძრაობას და იწვევს დეზორიენტაციას, რაც უზრუნველყოფს დაცვის მიერ დანაშაულის ადგილას დროულად მისვლას.

„ნისლის სისტემა“ უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი არჩევანი არ არის, მისი დაყენება ყველა განგაშის სიგნალთან ერთად აუცილებელია. „ნისლის სისტემა“ ხილვადობის  შეზღუდვის მხოლოდ  დროებითი საშუალებაა, უსაფრთხოა გარშემომყოფთა ჯანმრთელობისთვის, არ აზიანებს ინვენტარს და აპარატურას.

„ნისლის სისტემა“ შექმნილია კომპანია UR Fog-ის მიერ, რომელიც 20 წელზე მეტია მოღვაწეობს და განხორციელებული აქვს 1000-მდე კერძო, სახელმწიფო და საერთაშორისო პროექტი, სხვადასხვა მიმართულებით.

UR Fog-ის  მოწყობილობები მთლიანად ერგება ევროპულ EN 50131-8 სტანდარტს და სერტიფიცირებულია შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

UR Fog 50-მდე ქვეყნის კომპანიებს აწვდის თავის მოწყობილობებს. მუშაობს მხოლოდ სერტიფიცირებულ დისტრიბუტორებთან და მათთან, ვისაც გავლილი აქვს UR Fog-ის ტექნიკური ტრენინგების კურსი. ასევე, ნანახი აქვს, როგორც პროდუქციის აწყობისისე მისი თანმხლები ყველა  პროცესი და მზად არის მომხმარებელს მიაწოდოს სტანდარტების შესაბამისი მომსახურება.