Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tigonisg/public_html/public/views/pages/news-details/index.php:22) in /home/tigonisg/public_html/public/views/layouts/head.php on line 3
TIGONIS
GEO ENG

უსაფრთხოების გარანტი

2018.09.03

United Security ახალ ოფისში

United Security ახალ ოფისში, ტიციან ტაბიძის N86-ში,  გადავიდა. ოფისი აღჭურვილია თანამედროვე დაშვების სისტემით, გამოირჩევა დახვეწილი ინტერიერითა და არასტანდარტული დიზაინით. არქიტექტურაში გათვალისწინებულია კანდიდატი დაცვის თანამშრომლების კომფორტულად მიღება, საპრეზენტაციო/ საკონფერენციო სივრცე, რომელიც წარმატებით გამოიყენება სასწავლო ცენტრისთვისაც

IMG (
ინტეგრირებული მონიტორინგის ჯგუფი) სხვა სივრცისგან გამოყოფილი და იზოლირებულია, რათა რაციაზე გადმოცემების/განგაშების სიგნალების ხმა არ იყოს ხელის შემშლელი ფაქტორი სხვა თანამშრომლებისთვის. ოფისშივე არის უმაღლეს დონეზე დაცული ლოკალური სერვერი, სადაც ინახება მთელი შიდა სააღრიცხვო ინფორმაცია. სერვერი სტანდარტული დაცვის მექანიზმებთან ერთად დაცულია პროგრამისტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული სპეციალური დამატებითი ალგორითმის მეშვეობით.