Deprecated: Optional parameter $params declared before required parameter $id is implicitly treated as a required parameter in /home/tigonisg/public_html/app/core/Action.php on line 64

Deprecated: Optional parameter $params declared before required parameter $id is implicitly treated as a required parameter in /home/tigonisg/public_html/app/core/Action.php on line 89

Deprecated: Optional parameter $params declared before required parameter $id is implicitly treated as a required parameter in /home/tigonisg/public_html/app/core/Action.php on line 448

Deprecated: Optional parameter $params declared before required parameter $id is implicitly treated as a required parameter in /home/tigonisg/public_html/app/core/Action.php on line 485

Deprecated: Optional parameter $params declared before required parameter $id is implicitly treated as a required parameter in /home/tigonisg/public_html/app/core/Action.php on line 538

Deprecated: Optional parameter $params declared before required parameter $id is implicitly treated as a required parameter in /home/tigonisg/public_html/app/core/Action.php on line 664

Deprecated: Optional parameter $params declared before required parameter $id is implicitly treated as a required parameter in /home/tigonisg/public_html/app/core/Action.php on line 733

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tigonisg/public_html/app/core/Action.php:64) in /home/tigonisg/public_html/public/views/layouts/head.php on line 3
TIGONIS
GEO ENG

უსაფრთხოების გარანტი

2018.09.03

დაცვის კომპანიების სარჩელის განხილვა

დაცვის კომპანიების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს დაცვის კომპანია ,,იუნაიტედ სეკურიტი’’- სარჩელს, რომლის თანახმადაც არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი ,,კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 24- მუხლი და მის საფუძველზე მიღებული ყველა ნორმატიული აქტი. ხსენებული მუხლის საფუძველზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (დპდ), როგორც სახელმწიფო ორგანო, აკონტროლებს დაცვის ფირმების მიერ კერძო დაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვას და დარღვევის აღმოჩენისას ატარებს ადმინისტრაციულ ღონისძიებებს, იმავდროულად დპდ, როგორც ამ კომპანიების ,,თანაბარუფლებიანი კონკურენტი’’ ბაზარზე გამოდის დამოუკიდებელ მოთამაშედ და დაცვით მომსახურებას, როგორც ბიზნესს, სთავაზობს კლიენტებს

ამ ანაქრონულ საკანონმდებლო მოდელს დპდ იყენებს თავის სასარგებლოდ, ჯარიმებით ფინანსურ პრობლემებს უქმნის მისთვის არასასურველ კონკურენტებს. პროცესზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა, დავით მუმლაძემ კონკრეტული მაგალითებით აჩვენა, რომ დაცვის პოლიციას ნებისმიერ დროს შეუზღუდავად შეუძლია შეამოწმოს და დააჯარიმოს დაცვის ფირმა. ასეთი ზემოქმედება უფრო ინტენსიური ხდება ტენდერების პერიოდში. ხშირია დაცვის პოლიციის ზემოქმედება დაცვის ფირმების კლიენტებზე, რათა ამ უკანასკნელებმა უარი თქვან კერძო ფირმების მომსახურებაზე. საბოლოო ჯამში, ვიღებთ არაკონკურენტულ გარემოს, დაკარგულ სამუშაო ადგილებს, უცხოური დაცვის კომპანიების უარს ამ პირობებში შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე, დამატებითი ინვესტორების მოზიდვის შანსის შემცირებას

პროცესზე კონკურენციის სააგენტომ ნათლად ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია-ამგვარი საკანონმდებლო მოდელი მიუღებელია და მიზანშეწონილია შემუშავებულ იქნეს სხვა გონივრული მექანიზმი, რომელთა მრავალფეროვნება დიდია მსოფლიო პრაქტიკაში. ვფიქრობთ, საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება გარანტი ამ სფეროში არსებული მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის

http://www.myvideo.ge/tv/maestro/2017-07-31/10:06:34