Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/tigonisg/public_html/public/views/pages/news-details/index.php:23) in /home/tigonisg/public_html/public/views/layouts/head.php on line 3
TIGONIS
GEO ENG

უსაფრთხოების გარანტი

2018.09.03

Vinichio Valley - ფისტას დარგვის საზეიმო ცერემონია

Vinichio Valley - ფისტას დარგვის საზეიმო ცერემონია United Security- მონაწილება მიიღო ARIC Group-ის მიერ გამართულ ფისტას დარგვის საზეიმო ცერემონიაში იორმუღალოში, კახეთში. ფისტას ბაღებს უცხოური კაპიტალით შექმნილი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია "არიკ ჯგუფი" გააშენებს. იგი საქართველოში 2012 წლიდან ახორციელებს პროექტებს სოფლის მეურნეობის, საკვები ინდუსტრიის, ეკოტურიზმისა და მშენებლობის მიმართულებებით. ადგილობრივ კლიმატს მორგებული ფისტას პლანტაცია 1000 ჰექტარზე გაშენდება. ამ ძვირადღირებული კაკლოვანი მცენარის პლანტაციები საქართველოს საშუალებას მისცემს გახდეს მსხვილი მწარმოებელი და შემდეგ პროდუქტის ექსპორტიორი. "არიკ ჯგუფი'' United Security-ის და მისი პარტნიორი GeoGps-ის მომხმარებელია.